სინოდის წევრების დახურული შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოში – ოფიციალური ცნობა

საქართველოს საპატრაირქოს წმინდა სინოდის წევრების, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ლიდერების დიდი ბრიტანეთის საელჩოში დახურული შეხვედის შესახებ ორგანიზაცია CDD- ინფრომციას ავრცელებს

” ბრიტანეთის საელჩოში ინტერ-რელიგიური ჯგუფის ვაშინგტონში ვიზიტი შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ის რელიგიური ლიდერები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პროექტის მინაწილეების საპატივცემულოდ მიღება გაიმართა, რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში – ჯასტინ მაკენზი სმიტმა უმასპინძლა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ლიდერებს შესაძლებლობა მიეცათ, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ემოგზაურათ აშშ-ში (2017 წლის ნოემერბში), შეხვედროდნენ პოლიტიური, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო ინტერ-რელიგიურ კონფერენციაში “დემოკრატია და რელიგია”. პროექტი განხორციელდა CDD-ს მიერ, ბრიტანეთის საელჩოსა და კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭრები იყვნენ: აშშ-ს საელჩო საქართველოში, ეროვნული წვლილი დემოკრტიაში (NED), აშშ-ში საქართველოს საელჩო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი” – ნათქვამია CDD-ს ოფიციალურ პრესრელიზში

banner
წინა სტატიაში“პარლამენტზე უფრო დიდი ძალა აქვს GDS-ს, რომელიც მართავს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს,”-რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიათბილისის ღამის განვითარების პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს