სინოდის სხდომა დასრულდა

სინოდის სხდომა დასრულდა, უცნობია კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს სხდომაზე.

თუმცა დაწყებამდე განცხადებები გაკეთდა, საუბარი იყო რიგ საკითხებზე მათ შორის დღის წესრიგში იყო პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილისა და პატრიარქის დაცვის სამსახურის სოსო ოხანაშვილის მოხსნის საკითხი.

„ქალბატონი შორენას საქმიანობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული თუ რაიმე პრობლემაა ან არ არის პრობლემა, რა თქმა უმაღლესი იარარქებისგან, ჩვენ აქ არაფერში არ ჩავერევით.

“დაცვის სამსახურს რაც შეეხება, ეს გახლავთ შიდა სტრუქტურული სამსახური, რომელზეც გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ პატრიარქი. ასე რომ ეს პრობლემა არ არის საჯარო და საზოგადო პრობლემა. ჩათვალეთ, რომ სამსახურში შიგნით რაღაც მოხდა და ამ პრობლემას დაალაგებენ შიგნითვე. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს განსახილველი თემაც არ არის,“-განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო სირიაში სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შტაბს ქმნის
შემდეგი სტატიაგაეროს კომისიას სირიის კოლონაზე თავდამსხმელი არ დაუსახელებია