სინოდის სხდომა დაიწყო – მამა ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი (ვიდეო)

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით იმართება და მას თავად კათოლიკოს-პატრიარქი თავმჯდომარეობს.

სხვადასხვა ეპარქიის მღვდელთმთავრები საპატრიარქოს შენობაში დილიდან შეიკრობნენ.

წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები წინასწარ არ არის ცნობილი. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ სხდომა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, განსახილველი საკითხები სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

მეუფე ანტონის განცხადებით, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ და სინოდი ამ საკითხში ერთიანია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ილია მეორის მოწვევით წელს მეორედ იკრიბება. წინა სხდომა 14 თებერვალს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა „ნაცმოძრაობის“ დამთავრების სლოგანით და ახლა პირდაპირ ალიანსშია ამ პოლიტიკურ ძალასთან, მორალზე საუბარი ზედმეტია
შემდეგი სტატიადანიელა გიტმანი – რუმინეთი არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მტკიცე მხარდამჭერი