15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სინოდის რამდენი წევრი მსჯელობდა პატრიარქის დაკრძალვის ადგილზე- რას ამბობს მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომას, სადაც ილია მეორეს დაკრძალვის საკითხი განიხილებოდა, 35 მღვდელმსახური ესწრებოდა და ხმები ისე განაწილდა, რომ სიონში დაკრძალავა გადაწყდა.

პატრიარქს დაბარებული ჰქონდა, სიონში უნდოდა დაკრძალვა, ასევე, სამეფო და საპატრიარქო გამზადებული ჰქონდა ზემოთაც, სამების ტაძარში. ბევრი ამბობდა, რომ სიმდაბლის გამო, რადგან მდაბალი ადამიანი იყო და მისი ლოცვა იმიტომ მიდიოდა უფალთან, რადგან მდაბლის ლოცვა პირდაპირ მიდის უფალთან.  35 კაცი ვიყავით სინოდზე და განაწილდა ხმები ისე, რომ სიონში დაკრძალავა გადაწყდა, თუმცა, ბოდბეშიც უნდოდა, მაგრამ თბილისიდან მისი გასვლა, ხედავთ, რომ არ შეიძლება. 

ჩვენ სიონში კი გადავწყვიტეთ, მაგრამ პირველად სამებაში გადავასვენეთ და ვნახეთ ერმა რა მოიმოქმედა. ერი ღმერთს ადიდებდა და მადლობდა. სახეც როგორ შეეცვალა, ვინც იქ ვიყავით და ვნახულობდით,  ძველი აღთქმის მამამთავარივით გაუხდა სახე.

ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ერთობა უნდა გვქონდეს, ერთსულოვნება უნდა გვქონდეს და დანარჩერნი ყველაფერი მეასეხარისხოვანია. ჩვენი ურთიერთსიყვარულით გავიტანთ ყველაფერს, – ამბობს მეუფე ქადაგებაში. 

banner
წინა სტატიაშიმარიკა არევაძე: 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კობა ხაბაზს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა