წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
როგორც ჟურნალისტებს მეუფე იობმა განუცხადა, პატრიარქს 22 მარტს, მისი სურვილის შესაბამისად, სიონში დაკრძალავენ.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
















