”სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო”- რამიშვილი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. საქმეზე ადვოკატი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს. უფლებადამცველი პროკურატურას ურჩევს შეწყვიტოს საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, გაამჟღავნებს იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც, როგორც რამიშვილი ამბობს, სასამართლოს სინოდის 47-ვე წევრის დაკითხვა მოუწევს.

„პროკურატურას არაერთხელ მივმართე შეწყვიტეთ საქმე-მეთქი, ჩუმად ვარ ჯერჯერობით, რადგან ვიცავ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ინტერესებს, მაგრამ თუ საქმეს არ შეწყვეტენ, ძალიან ბევრი რამ ვიცი… ველოდები გამოძიებას, თუ არადა ამას მსველელობა მიეცემა. სასამართლო პროცესზე სინოდის 47 წევრის დაკითხვა იქნება საჭირო, ძალიან ბევრი მასალა მაქვს, ვურჩევ, დაამთავრონ ეს სპექტაკლი,“-აცხადებს რამიშვილი.

banner
წინა სტატიაში“როდესაც ადამიანს შია და სწყურია, ის ყველაფერზეა წამსვლელი”
შემდეგი სტატიამამა გიორგის პირველი ჩვენება 33-გვერდიანი იყო და გაუგებარია, დამატებით რა შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს გამოძიებას- ადვოკატი