სინის ნახევარკუნძულზე “ისლამურმა სახელმწიფომ” ათი ეგვიპტელი სამხედრო მოკლა

“ისლამური სახელმწიფოს” ეგვიპტურ დაჯგუფებასთან ბრძოლისას, ათი ეგვიპტელი ჯარისკაცი დაიღუპა. შეჯახება სინის ნახევარკუნძულზე მოხდა – ეგვიპტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა. მან დააზუსტა, რომ სპეცოპერაციის დროს 15 ბოევიკი იქნა მოკლული, შვიდი კი დაკავებული.
“როიტერსის” ინფორმაციით, სამხედროებმა ორი მანქანა აღმოაჩინეს, სადაც 500 კილო ასაფეთქებელი ნივთიერება, ყუმბარები და ასობით მობილური ტელეფონები იდო.
ეგვიპტეში რამდენიმე ისლამური დაჯგუფება მოქმედებს, მათ შორის “ისლამური სახელმწიფოს” ფრთა “ვილაიატ სინაი”, რომელმაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე აიღო პასუხისმგებლობა.
დაჯგუფება 2014 წლიდან მოქმედებს ეგვიპტეში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში იარაღის უმსხვილეს საწყობს ცეცხლი უკიდია
შემდეგი სტატიააპრილიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმები ამოქმედდება