19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
banner

სინდისის რვავე პატიმარს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა

მოსამართლემ ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე და ზვიად ცეცხლაძე მოსამართლემ ციხეში 2 წლითა და 6 თვით გაუშვა.

მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდათ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

მათ ბრალდება 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიფიშერი ამბობს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში უვიზო მიმოსვლა რისკის ქვეშაა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ცნო გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრის უფლებამოსილება