სინდისის პატიმრების მშობლები ქიმიური ნივთიერების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ პარლამენტთან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
დაკავებული აქტივისტების მშობლებმა “ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ბოლომდე დაანონსეს და მოქალაქეებს მოუწოდეს, ხვალ დაანონსებულ მსვლელობას შეუერთდნენ.
მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, რომელშიც თურმე შეურიეს რაღაც ნივთიერება, რომელიც იყო ქიმიური ნივთიერება და თვითონაც აღიარეს ეს. ჩვენ არ ვიცით რა იყო ის ნივთიერება, არც ექიმებმა იციან, მათ უბრალოდ, ჩაატარეს კვლევები, ჩახუნაშვილებმა და მათ დაამტკიცეს, რომ ეს იყო მომწამვლელი ნივთიერება, თუმცა არ იციან, რა იყო ეს ნივთიერება და არც ბიბისის დაუმტკიცებია, რა არის ეს ნივთიერება.
ჩვენ არასდროს აღარ შევწყვეტთ ბრძოლას, იმიტომ, რომ მათ პასუხი უნდა აგონ ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. ძალიან გთხოვთ, ვისაც გული შეგტკივათ ქართველ ხალხზე, ვინც თვლით, რომ საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლება ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე და ჩაიდინა გენოციდი, შემოგვიერთდით ხვალ 19:00 სათზე ფილარმონიასთან, – განაცხადა მარიზი კობახიძემ.
















