სინდისის პატიმარი: “ვერაფრით გაგვტეხეს და ვერც გაგვტეხენ რადგან ჩვენ მიზანი გვაქვს და ეს მიზანი საქართველოს გადარჩენაა”

სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ მისთვის ყოველი დღე ახალი წელია, როცა სავსე რუსთაველს ხედავს.

მისივე თქმით, შემდეგი წელი რევოლუციის და დიქტატურის დანგრევის წელი უნდა იყოს.

“ეს პოსტი 1 იანვარს უნდა დამედო მაგრამ იყოს ეხლა.

2025 წელი იყო გაძლიერების წელი,მეგობრების შეძენის წელი,ერთგული თანამებრძოლების აღმოჩენის წელი მოღალატეთა გამოცდების და მებრძოლთა გამორჩევის წელი.

უამრავი ისარი გვესროლეს

ზოგი მოგხვდა კიდეც,მაგრამ იარები მოვიშუშეთ წამოვდექით და ყოველი მომდევნო დღის შემდეგ ახალი შემართებით განვაგრძეთ ბრძოლა.

ვერაფრით გაგვტეხეს და ვერც გაგვტეხენ რადგან ჩვენ მიზანი გვაქვს და ეს მიზანი საქართველოს გადარჩენაა.

ოთარ ჭილაძეს აქვს ასეთი ფრაზა –

,,ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ,

თავისით გაქრა ბევრი სურვილი”

ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა ამდენი ქარის და წვიმის შემდეგ უფრო გაძლიერთა სურვილი დავიბრუნოთ ის რაც ჩვენია,დავიბრუნით ჩვენი ქვეყანა.

გილოცავთ ჩემო საყვარლებო,ჩემო ლამაზებო,ლაღებო და რაც მთაბარია მებრძოლებო.

გაიღიმეთ.

საგლოვი იმათ აქვთ.

ჩვენ გვიხაროს ახალი წელიც და ყველა დღესასწაული.

პირადად ჩემთვის ყოველი დღე ახალი წელია როცა სავსე რუსთაველის გამზირს ვხედავ. შემდეგი წელი უნდა იყოს რევოლუციის და დიქტატურის დანგრევის.

ცოცხლები რომ იყვნენ ყველას სახლში მეკვლედ ვინატრებდი მერაბ კოსტავას,ქაქუცა ჩოლოყაშვილს და ზვიად გამსახურდიას,იმიტომრომ რევოლუცია ის ერთადერთია რაც უნდა ინატრო ამ ახალ წელს.

ხოდა ამ ჭიქითაც იმ რევოლუციას გაუმარჯოს არეულს რომ დაალაგებს ,დანგრეულს რომ აღადგენს,ერს რომ გაამთლიანებს და ნამდვილ მშვიდობას რომ მოიტანს.ამ წელს უნდა დასრულდეს უწყვეტი პროტესტის კალკულაცია და უნდა დაიწყოს უწყვეტი გამარჯვების ათვლა.ახლა გავიქეცი გისოსები გვაქვს მოსართავი და მერე ფოიერვერკებსაც მას შემდეგ რაც უშაქრო კოკა-კოლით დავხვდებით.

მიყვარხართ.

სიმართლისთვის ბოლომდე.

საკანი 38”, – წერს რეზო კიკნაძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: “ფარცხალაძე ბერასთან მეგობრობისთვის კი არა, რუსეთის აგენტი რომ იყო, იმისთვის დაინიშნა“
შემდეგი სტატიატრამპი მადუროს მხარდამჭერებზე: “თუ, ისინი მის ერთგულებად დარჩებიან, მათი მომავალი მართლაც ცუდი იქნება”