სინდისის პატიმარი: “თავისუფლების სანაცვლოდ “იმედის“ ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შემომთავაზეს, თუმცა ვერ გამტეხეს”

სინდისის პატიმარი, ვასილ კაძელაშვილი ციხიდან წერილს აქვეყენებს და აქამდე უცნობ დეტალზე საუბრობს.

მისი თქმით, “დაკავებამდე, დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ, მას “იმედის“ ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა შესთავაზეს, თუმცა ვერ გატეხეს.“

მოგესალმებით! მადლობა მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.
ციხის კედლებიდან ყველაზე მეტად ჩანს თქვენი ერთგულება, გაფასებთ და მიყვარხართ.

დაკავებამდე, გაყალბებული და დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თავისუფლების სანაცვლოდ შემომთავაზეს იმედის ეთერში დაჯდომა და დაწერილი ტექსტის წაკითხვა, თუმცა ვერ გამტეხეს და ციხეში წასასვლელად გავემზადე.

ახლა, როცა ვითომ პრეზიდენტის შეწყალების საკითხი დადგა, მინდა გითხრათ:
2025-საც ციხეში შევხვდით, 2026-საც ციხეში შევხვდებით, 2027-საც და იმდენ წელს, რამდენიც ჩვენს ქვეყანას დასჭირდება.

არავის წინაშე ბოდიში არ გვაქვს მოსახდელი და ვერაფერს ვაღიარებთ, რაც არ ჩაგვიდენია.

გილოცავთ დამდეგს. მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა და წინსვლის წელი.
ბოლომდე!”, – წერს კაძელაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

banner
წინა სტატიაში“ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, რაც ართულებს ექსტრადიციის პროცესს” – შალვა პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი – „პროდუქტის განვითარება“ დაემატა