სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ეხმაურება რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს და ამბობს, რომ „ეცდება, ჩხრეკა პატიმრის გადმოსახედიდან ჩაშალოს“.
მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ აუდიოში რეზო კიკნაძე ამბობს:
„უმრავი შეუსაბამობა რომ არის პენიტენციურის საცოდავ თვითმართლებასა და ვიდეოს შორის, მაგას ბრმაც კი მარტივად შეამჩნევს.
მეც მომიწია ყოფნა ერთხელ. მიზეზი დღემდე არ ვიცი და ჩხრეკაც არაერთხელ გამომივლია. ჯერ ერთი, პატიმრის სხეულის შემოწმება არასდროს ხდება საკანში ან ჩვეულებრივ სამყოფელში, მით უმეტეს კამერების თვალწინ. ამისთვის სპეციალური ოთახი აქვთ, სადაც ფარდაა ჩამოფარებული ან რაღაც შირმის მსგავსია ბარიერად და გამოწმებს ერთი ადამიანი ნაცვლად მხეცთა ხროვისა.
ამ პროცესს არაფერი ახლავს თან ისეთი, რომ ბევრს მოუნდეს მოსვლა და ყურება. გენიტალიაზე შეხება არამც და არამც არ ხდება, მაქსიმუმი ბუქნების გაკეთებაა. ან სად გინახავთ ჩხრეკა იმ პოზით კეფაზე დადებული ხელებისა და მოხრილ მდგომარეობაში ყოფნის ფონზე?
არც მეტალოდეტექტორს იყენებენ აქ, სპეციალური აპარატია ისედაც აქვთ რენტგენის. კაბინაში შედიხარ და იქიდან ხედავენ ყველაფერს.
რაც ყველაზე მთავარია: დეესლაკაციის ოთახში შეყვანამდე ისედაც გავლილი ექნებოდა ეს შემოწმება იმ რენტგენის აპარატით. ანუ ეს ადამიანი უკვე იყო შემოწმებული და სუფთა. შესაბამისად, არანაირი საჭიროება არ იქნებოდა ხელების ყოფის ქოცების ფორმის ადგილებში. ან საპყრობილეში თვეების მყოფს რა უნდა ჰქონდეს ისეთი, რა უნდა ჰქონდეს აკრძალული სხეულში, როცა ისედაც მრავალგზის გაჩხრეკის შემდეგ ხარ იქ გამოკეტილი? საკანში კი შენ ვერაფერს გააჩენ, თუნდაც დევიდ კოპერფილდი იყო.
ან ექიმი რა მიზეზით უნდა ესწრებოდეს ჩხრეკას, თუ ეს მართლა ჩხრეკაა და არა ძალადობა პატიმარზე?
თავად მათ მიერვე დადებული ვიდეო გვირწმუნებს და ადასტურებს, რომ 100%-ით სიმართლე იყო პატიმრების გაუპატიურებასთან დაკავშირებით. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუნდაც უხმო ვიდეოში, საგინებლად რომ ხრიან თავს პატიმრის სახესთან მოძალადე ბადრაგები და ზოგადად, არც ჩხრეკის შემდეგ ცოფდება გაჩხრეკილი ობიექტი ისე, რომ ხელების ქნევასა და გინებას იწყებს, თუ ეს მართლა არის ჩხრეკა“, – ამბობს რეზო კიკანაძე.








