8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
banner

სინდისის პატიმარი გიორგი გორგაძე სხდომის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა

სასამართლო სხდომის დაწყების წინ შეუძლოდ გახდა სინდისის პატიმრებიდან ერთ-ერთი – გიორგი გორგაძე. პროცესს “ფეისბუქზე” აღწერს სალომე ჩადუნელი, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა:

„ბრალდებულები შემოიყვანეს. გიორგი გორგაძე ცუდადაა. სახეზე ფერი არ აქვს. ზის და ხელებში აქვს თავი ჩარგული. ეს დაინახა დედამ და აქედან იწყება სცენა, რომელიც ყველასთვის მძიმე სანახავია.

ის აღარ უსმენს მანდატურებს, აღარ ფიქრობს წესებზე, შედის იქ, სადაც წესით არ უშვებენ ხოლმე მშობლებს, დგება ბადრაგის წინ და აკანკალებული იწყებს საუბარს: რა ჭირს ჩემს შვილს, მიხედეთ.. თქვენს შვილს რომ ეს მოუვიდეს რას უზამთ, არ შეიძლება ასე ადამიანი აწამო… ექიმი მოიყვანეთ… რატომ არ აქცევთ ყურადღებას…[ფრაგმენტულად ისმის ფრაზებიც და ფრაგმენტულად მესმის ხმა]

გორგაძის დედა ამ მომენტში არღვევს დუმილს და საუბრობს ისე ხმამაღლა, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც მისი შვილი დააკავეს. „დამშვიდდით“ – ისმის ხმები. გორგაძე გაყავთ ბადრაგებს. შედის ექიმიც. ადვოკატის ცნობით, დილით კარგად იყო, თუმცა გზად შეუძლოდ გახდა.
„დაამშვიდე დედამისი და უთხარი, რომ ჩვენ გავიყვანთ დარბაზიდან“, – ეუბნება მიმინოშვილი დედას, ელენეს. ელენე მიდის გორგაძის დედასთან, მხარზე ხელს ადებს და შვილის დანაბარებს აცნობს.

ახლა ყველა ფეხზეა, სხდომა ვერ იწყება… გიორგი გოგრაძის დედა ბარიერზეა ჩამოყრდნობილი და ელოდება, რას იტყვის ექიმი, ელოდება, რომ შვილს ფერი დაუბრუნდეს.

დროდადრო თავს ვერ იკავებს და ხან პროკურორებს მიმართავს, ხან მანდატურებს: გამოიყვანეს დამნაშავეები, არ გრცხვენიათ, რის გამო ზიან…”. დარბაზში ხმაურია“ — წერს სალომე ჩადუნელი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაში“რასაც ვუყურებ, სამ პირს აქვს ჩართული წამზომი…” – ალექს პეტრიაშვილი
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა გორში დაჭრილი პოლიციელები მოინახულა