“სინანული ფორმალობაა, მას ჩემი გაჩუმება და თავისი სკამის შენარჩუნება სურს”- დათუნაშვილი

ევროპის ჩემპიონი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე, მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება და ის სინანული, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვა, ფორმალობაა.

„ვითხოვ, რომ მოძალადე ადამიანი დაისაჯოს. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომოდა, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა”, – აღნიშნა დათუნაშვილმა.

მოჭიდავე შეეხო პრეზიდიუმზე წასვლისა და იქ მისი დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვის შესაძლებლობასაც და განაცხადა, რომ პრეზიდიუმს არ ენდობა.

„გავეცნობი პრეზიდიუმის წევრებს და შემდეგ გადავწყვეტ, მივალ იქ თუ არა. მათი 80% ის ხალხია, რომელთაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი და ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ. წინასწარ გეტყვით: თუ წავალ პრეზიდიუმზე და შევრიგდებით, დისკვალიფიკაციას არ მომცემენ, გეგას კი გარკვეულ თანხას გადაახდევინებენ, რომელსაც მოჭიდავეების ფულიდან გადაიხდის და ასე მორჩება. ჩემი რა საკითხი უნდა განიხილონ, ვერ ვხვდები. ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და რაღაც ჩამარტყეს, კიდევ მე უნდა მომცენ დისკვალიფიკაცია?!” – განაცხადა დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე : საგანმანათლებლო სისტემაში ექსპერიმენტების ჩატარების დრო არ არის
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა : რეზოლუციის მომზადება აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა