“სინამდვილეში ის ხელისუფლების კანდიდატია” – ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის, #1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო და არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა.

“ეს იყო სრული თვით ლუსტრაცია ქალბატონი ზურაბიშვილისა, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია, სინამდვილეში ის ხელისუფლების კანდიდატია და ეს ადამიანი ჰყავთ იმიტომ, რომ მან გაახმოვანოს ყველაზე უფრო მიუღებელი, ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მავნე განცხადებები და რაღაც მეხამრიდის როლი შეასრულოს ოცნებისთვის. ეს იყო და არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა. ოკუპანტის სტატუსის მოხსნა რუსეთისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ოკუპაციას კანონიერად და ჩვენ უარს ვამბობთ, ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე“ – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე” – სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე
შემდეგი სტატიაარჩევნების გაყალბების საქმე – ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს