„სინამდვილეში, ამ ბნელი ძალების უკან დგას საპატრიარქო” – ზურაბ ჯაფარიძე

მე მგონი, ამ მსვლელობის ჩატარებას შეძლებენ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფლების იდეის წინ წამოწევის თვალსაზრისით – ეს განცხადება „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. ზურაბ ჯაფარიძე “თბილისი პრაიდის” გამართვას ეხმაურება.

„ამ შემთხვევაში, რასაც კონკრეტულად ეს ადამიანები აკეთებენ, ჩემი აზრით, თავისუფლების მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, მნიშვნელოვნად გააფართოებს. ეს ადამიანები აპირებენ, რომ გამოვიდნენ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ ისინი ამ ქვეყანაში არსებობენ და ისინი ერთ-ერთი მთავარი ზიზღის ობიექტი ამ ქვეყანაში, მასიურად უმრავლესობის მხრიდან. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მე მგონი, ისინი ამ მსვლელობის ჩატარებას შეძლებენ, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თავისუფლების იდეის წინ წამოწევის თვალსაზრისით“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას „თბილისი პრაიდის“ გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური პრობლემა აქვს და მას მნიშვნელოვანი ელექტორატის დაკარგვის ეშინია.

„თუ ისინი დაუშვებენ პრეცედენტს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ესეთი პრაიდი ჩატარდა, ისინი დაკარგავენ ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს, ბნელ ნაწილს, რომელიც სინამდვილეში იქ არიან და ამის გამო არ უნდათ. თორემ ტექნიკური პრობლემა კი არ აქვთ,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ლევან ვასაძესა და მისი თანამოაზრეების უკან საპატრიარქო დგას.

„სინამდვილეში, ამ ბნელი ძალების უკან დგას საპატრიარქო. კონკრეტულად საპატრიარქო, მისი ხელმძღვანელით, ეს არ არის რელიგიური ინსტიტუტი, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელმაც ბევრი წლების განმავლობაში შეძლო და დააგროვა პოლიტიკური დივიდენტები, პოლიტიკური ძალაუფლება, მაღალი რეიტინგი… ხალხს კი აჩვენებს, რომ რელიგიური ინსტიტუტია, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ, ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში სინამდვილეში პატრიარქია,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების რეიტინგი უკიდურესად დაცემულია და ერთადერთი, რის ხარჯზეც ის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, საპატრიარქოა.

„სინამდვილეში თამაშია ასეთი, რომ ხელისუფლებას იმის გამო, რომ რეიტინგი პლინტუსთან აქვს, ერთადერთი, რითაც შეუძლია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, არის მუდმივი თამაში საპატრიარქოსთან,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშინატა ფერაძის შუა თითების ჩვენების ჟესტი (ვიდეო)
შემდეგი სტატიაცოდვისა და ცოდვილობის შესახებ