სინაგოგას გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, გორში ისრაელის ელჩი შაფთაი ცური ჩავიდა

სინაგოგას გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის ელჩი შაფთაი ცური და რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე გორში ჩავიდნენ.

ისრაელის ელჩის განცხადებით, მომხდარი ფაქტი ქართველებსა და ებრალების მეგობრობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

“ეს ფაქტი სამწუხაროა არამარტო ებრაელებისთვის, არამედ ქართელებისთვისაც. მე საქართველოში დავიბადე, ვიცნობ ძალიან კარგად ქართველებს, ჩემს ძმებს, დებს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და დამნაშავე მიეცემა პასუხისმგებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითიდღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”,- განაცხადა ელჩმა.

რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სახელმწიფო მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს.

გორში სინაგოგა ორი დღის წინ გაქურდეს. მოპარულია ათამდე თორა. სამართალდამცავებმა თორების ნაწილი, დაზიანებულ მდგომარეობაში, სინაგოგიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იპოვეს.

banner
წინა სტატიაში„რა ყოფილა გურია“ – ოზურგეთში გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილეს
შემდეგი სტატიაგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს