ვრცელდება კადრები და ვიდეო დროებით ოკუპირებული ყირიმის დედაქალაქიოდან. იქ მდებარე რუსული სამხედრო და ენერგოობიექტები დიდი ხანია, უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა და მიზანმიმართულად ხორციელდება წერტილოვანი დარტყმები. ამჯერად ასეთი დარტყმა იგემეს სიმფეროპოლის ერთ-ერთ უდიდეს თბოელექტროსადგურში, სადაც დრონების “სტუმრობის” შემდეგ ხანძარიც გაჩნდა, რომელიც სწრაფად მოედო ვრცელ ტერიტორიას.















