სიმონიშვილი: სუს-ის მხრიდან ​გამოძიების დაწყება კითხვებს თავიდანვე ბადებდა

„სიტყვა „რევოლუციის“ ხსენება, ცალკე დანაშაული არ არის, დანაშაული არის ძალადობით ამ ქმედებების განხორციელება. ამდენად, გამოძიების დაწყება უბრალოდ სიტყვა „რევოლუციის“ ხსენებაზე, ან „გადატრიალებაზე“, ან „დამხობაზე“, ეს ცალკე დანაშაულს არ გვაძლევს. აქედან გამომდინარე, კითხვები, რა თქმა უნდა, დაიბადა ამ გამოძიების დაწყებასთან მიმართებით. კითხვები მით უმეტეს არსებობდა იმის გამო, რომ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის პოლიტიზირებული, გამოიყენება ძირითადად პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა რამდენიმე თვის წინ გავრცელებულმა ე.წ. კრებსებმა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ხელისუფლება უსმენდა, უთვალთვალებდა მის პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის უფლებადამცველებსაც და ამის გაკეთების რესურსი ერთადერთი უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა. სუს-ის მხრიდან გამოძიებაის დაწყება, იმ ორგანოს მხრიდან, რომელიც არსებითად პოლიტიზირებული არის, კითხვებს თავიდანვე ბადებდა იმ ფონზე, რომ სიტყვა რევოლუციის ხსენება, უბრალოდ სიტყვით ხსენება, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულს არ წარმოადგენს“, – ასე უპასუხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებასთან დაკავშირებულ კითხვას.

წინა სტატიაშიმდინარაძე იან კელზე: ეს ადამიანი ღია ლობიზმს უწევს “ნაცმოძრაობას”
შემდეგი სტატია“სააკაშვილი მიუთითებს, რომ გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე…მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური”