სიმონიშვილი ხელისუფლებას – თუ ვინმემ რამე ჩაიდინა ან ქვეყნის დანგრევას აპირებს, გამოიძიეთ ობიექტურად

“სააკაშვილს საკუთარ პროცესზე მისვლის შესაძლებლობას რომ არ აძლევენ იმ დასაბუთებით, მისი გარეთ გამოყვანა არეულობას გამოიწვევს, ამავე ლოგიკითა და წარმატებით:

1. შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება შეზღუდონ, არეულობა რომ არ მოეწყოს (ამის პროცედურებიც არსებობს);
2. მანქანებით გადაადგილება შეზღუდონ, ის 500-600 მანქანა რომ არ მოგროვდეს;
3. მედიის შეზღუდვაზე კიდევ უფრო მეტად დაიწყონ მუშაობა, თქვენ ხართ არეულობის მთავარი წამქეზებლებიო, წინა ხელისუფლებამ იმედზე როგორც ქნა;
4. ინტერნეტზე წვდომაც შეზღუდონ, რევოლუცია სოციალურ ქსელებში იგეგმებაო;
5. ჩვენი მოსმენა გააგრძელონ, ეგება და ვინმეს რევოლუციაზე რამე წამოცდეს პირად საუბრებში;
6. სააკაშვილი 6 წელი არ მიიყვანონ პროცესზე…

თუ ვინმემ რამე ჩაიდინა ან ქვეყნის დანგრევას აპირებს, გამოიძიეთ ობიექტურად და მოეშვით იმ ერთი განცხადებით უფლების შეზღუდვაზე მითითებას, ამისთვის პირდაპირი და უშუალო საფრთხის არსებობაა საჭირო.

თუ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავთ, კი იცით, რაც უნდა გააკეთოთ. ” – წერს ნიკა სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშითურნავა – ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა