16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სიმონ ჯანაშია: შესაძლოა, სახელმწიფოს არ უნდა, რომ ბევრმა ჩააბაროს უმაღლესში, რადგან დაფინანსება მოუწევს

პროფესორი სიმონ ჯანაშია ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობის ზრდას განათლების პოლიტიკის ცვლილებასა და სახელმწიფოს ინტერესებს უკავშირებს.

„თუ სკოლა არ შეცვლილა, მასწავლებლები არ შეცვლილან, პროგრამა, სახელმძღვანელოები და რეპეტიტორები არ შეცვლილან, მაშინ რა შეიცვალა? რატომ ჩაიჭრა უფრო მეტი? შეიცვალა პოლიტიკა. პოლიტიკა შეიცვალა ორი კუთხით: ერთი, რომ უფრო საინტერესო გახდა აბიტურიენტებისთვის საჯარო უნივერსიტეტებში ჩაბარება და მეორე — სახელმწიფოს არ უნდა, რომ ჩააბაროს ბევრმა ადამიანმა უმაღლესში, იმიტომ, რომ მაშინ მოუწევს მათი დაფინანსება. დაახლოებით 50 ადამიანი გამოაგდეს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან. ამ ფაქტორებიდან რომელმა იმოქმედა უარეს შედეგებზე, ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს“, — აცხადებს სიმონ ჯანაშია ტვ პირველთან.

ინფორმაციისთვის, წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებით, ყველაზე რთული ვითარება ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაშია. გამოცდების სტატისტიკის მიხედვით, ამ საგნებში აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.

განათლების ექსპერტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტსა და სისტემის ახალი კადრებისთვის ჩაკეტილობას ასახელებენ. მათი შეფასებით, სათანადოდ არ ძლიერდება მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამები.

banner
წინა სტატიაშიყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია გახდა
შემდეგი სტატიამანანა რატიანი: 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა და რეპეტიტორიუმი სწავლის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს