სიმღერა ,,გაზპრომზე,, რომელმაც რუსული ჟიური მოკლა… (VIDEO)

რუსული ტელევიზიის პირველ არხზე, სატელევიზიო კონკურსის შოუ-გარდასახვაში ,,Точь-в-точь,, მსახიობმა დიმიტრი დუჟევმა, კომიკოსი მსახიობისა და მომღერლის სემიონ სლეპაკოვის როლი მოირგო და რუსულ ,,გაზპრომზე,, ისეთი სიმღერა იმღერა, რომ კონკურსის ჟიურის წევრების უმრავლესობა დასაფლავების ცერემონიალის მონაწილეებს დაემსგავსა…

სიმღერაში ,,გაზპრომის,, 1%-ან აქციონერობის სურვილზეა საუბარი და გაქილიკებულია ამ ორგანიზაციის მესვეურები, რომლებიც რუსი ხალხის საკუთრებას, ბუნებრივ რესურსებს საკუთარი კეთილდღეობისა და წრეგადასული ფუფუნებისთვის იყენებენ…

ჟიურის წევრებს, რუსეთში არსებული პოლიტიკური კონიუკტურიდან გამომდინარე,  სიმღერის შინაარსის გამო უხერხულობა შეექმნათ, თუმცა ყველაზე მეტად ამ სიმღერამ რუსეთის სახალხო არტისტი, კომიკოსი გენადი ხაზანოვი გააღეზიანა, რაც მას სახეზეც ეტყობოდა.

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდრმა კონსტანტინ ბოროვოიმ, ზემოაღნიშნული სიმღერის ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა, კომეტარით… ,,ხალხი ,,ბაზარს,, უკვე აღარ ფილტრავს,, (Народ больше не фильтрует базар)

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისმკ-ს წევრობიდან პრემიერობამდე-გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ბიოგრაფია
შემდეგი სტატიაანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი ეყრებიან