როგორც მოსალოდნელი იყო, წლევანდელი სამხედრო აღლუმი მოსკოვში ლაფსუსებითა და სიმბოლური ფაქტებით გამოირჩეოდა.
აი, რამდენიმე მათგანი:
მიზერული ავიაცია 2021 წლიდან პირველად აღლუმზე ავიაცია გამოჩნდა, მაგრამ გადაფრენა მხოლოდ 2 წუთს გრძელდებოდა, რაც ფორმალობას ჰგავდა. ეს კონტრასტში იყო წინა წლებთან, როცა ავიაცია უფრო მასშტაბურად იყო წარმოდგენილი.
აღლუმზე არ გაიტანეს “Орешник” “უახლეს რუსულ ტექნიკურ შედევრად” მიჩნეული “ორეშნიკი” აღლუმზე არ გაუტანიათ, რამაც გააჩინა აღქმა, რომ ის საერთოდაც არ არსებობს.
დრონები აღლუმზე:
პირველად ისტორიაში, აღლუმზე წარმოადგინეს უპილოტო სისტემების დანაყოფები დრონებით, რომელთა შორის ირანული “შაჰიდებიც” იყო. ამან ხაზი გაუსვა უპილოტო სისტემების მზარდ როლს თანამედროვე ომებში, მაგრამ ამავე დროს, გააჩინა შეკითხვები რუსეთის დამოკიდებულებაზე ირანულ ტექნოლოგიასთან.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ აღლუმზე პუტინთან ახლოს იჯდა რუსი სამხედრო, რომელიც მარიუპოლის აღებაში მონაწილეობდა. ამ ინფორმაციის გავრცელებას რუსულ ინტერნეტსივრეშიც კი უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. მსოფლიო ლიდერთა სიმცირე
იმ ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობა, რომლებიც თავს რუსეთის მოკავშირეებად მიიჩნევენ, მოსკოვში პირადად არ ან ვერ ჩავიდნენ, რამაც საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო განამტკიცა აღქმა, რომ რუსეთი იზოლირებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.