“სიმართლე მინდა დავამტკიცო და ყველას მოვთხოვ პასუხს“-ზუგდიდში მამაკაცს ბიძა მამის მკვლელობაში ადანაშაულებს

“სიმართლე მინდა დავამტკიცო და ყველას მოვთხოვ პასუხს“, – აცხადებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მკვიდრი რამაზ ხუხუა, რომელსაც ბიძა მამის მკვლელობაში ადანაშაულებს.

ხუხუას მამა, 63 წლის რევაზ ხუხუა სამი წლის წინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ,რომ გარდაცვლილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თერმულ წყლებში იპოვეს. დღეს ცაიშის სასაფლაოზე შვილის მოთხოვნით მიცვალებული ამოთხარეს და გვამის ექსჰუმაცია მოხდა. გარდაცვლილის შვილს იმედი აქვს, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მისი უდანაშულობის შესახებ სიმართლე გაირკვევა.

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე ფილმის – “And Then We Danced” ქართულ კინოთეატრებში სეანსების ჩაშლით იმუქრება
შემდეგი სტატიასოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ