სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!! – ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თი-ბი-სი დატოვეს

სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!! – ამის შესახებ, თიბისი ბანკის „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თბს ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციოერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს . წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ქონდა.
ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!

banner
წინა სტატიაში“სრული ბოდვაა, დადგნენ მოიფიქრეს ის, რაშიც თვითონ არიან ჩაფლულები” – ბესელია
შემდეგი სტატია„ხაზარაძეს გირაოთი გამოუშვებენ… მიზანიც ეს იყო – პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება და ანაკლიის გაჩერება“ – გოცირიძე