შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მოქალაქე ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას არის გამოყვანილი.
ჯამში მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი, ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები გრძელდება”, – აცხადებენ უწყებაში.