სილვიო ბერლუსკონი გულის პრობლემის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

სილვიო ბერლუსკონი გულის პრობლემის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

4 (1)იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში გულის პრობლემის გამო გადაიყვანეს. როგორც მისი ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იტალიური გამოცემა Corriere Della Sera-ს ცნობით, 79 წლის ბერლუსკონის გულის შეტევა, სავარაუდოდ, გადატვირთვამ გამოიწვია, რომელიც მუნიციპალური არჩევნებისათვის მომზადების პროცესების შედეგია, რომელიც იტალიაში გასულ კვირას ჩატარდა.

ბერლუსკონი ოთხჯერ იკავებდა იტალიის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობას და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლება. ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს პარტიას ხელმძღვანელობს, რომელსაც “წინ, იტალია” ქვია.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი თამაზ მეჭიაურის მიერ ”პოზიციის შეცვლას გაგებით ეკიდება”
შემდეგი სტატიაიან კელი: მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა