სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ დიეგო მარადონას გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდება მოუხსნეს

იტალიის დედაქალაქ რომის საკასაციო სასამართლომ ლეგენდარულ დიეგო მარადონას მოუხსნა ბრალდება გადასახადების თავიდან არიდებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეწყვიტა მარადონას 30-წლიანი დევნა.მარადონას ოჯახის წევრებს შეუძლიათ კომპენსაცია მოითხოვონ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად,– განაცხადა ლეგენდარული ფეხბურთელის ადვოკატმა სააგენტო Reuters-თან კომენტარში.

მარადონას ადანაშაულებდნენ ლიხტენშტაინში არსებული კომპანიების გამოყენებაში გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით. ეს 1985-90 წლების პერიოდში ხდებოდა, როცა დიეგო „ნაპოლიში“ თამაშობდა. მარადონას ბრალი წაუყენეს და 37 მილიონი ევროს გადახდა დაავალდებულეს. გამოძიება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო.

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 61 წლის ასაკში გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე “ხელოვნურ ინტელექტს” განმარტავს, რომელიც ეპისტოლეში იყო საუბარი
შემდეგი სტატიამოსკოვში ყინულოვანი შტორმი მძვინვარებს