“სიკვდილი ხამენეის,- ამ შეძახილებით თეირანში საპროტესტო აქცია ამირკაბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს.
სტუდენტებს “ბასიჯის” წევრები დაუპირისპირდნენ. მომხდარის ამსახველ კადრებსა და ინფორმაციას Iran International ავრცელებს.
უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა გასასვლელი გადაკეტეს და სტუდენტები დააკავეს.















