15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სიკორსკი: საერთაშორისო ურთიერთობები დიდი ქარიშხლის დასაწყისს განიცდის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საერთაშორისო ურთიერთობები დიდი ქარიშხლის დასაწყისს განიცდის.

„მანძილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს ყურადღება ჰორმუზის სრუტეზეა მიპყრობილი. თუმცა მხოლოდ ეს წყლები არ ხდება მზარდი კონკურენციის მსხვერპლი, იგივე ხდება წითელ და შავ ზღვებში. ეს კონკურენცია და ეს საფრთხეები ბალტიისპირეთშიც არსებობს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

სიკორსკის განცხადებით, რუსეთი  საფრთხეს უქმნის  წყალქვეშა ინფრასტრუქტურას და ხელს უშლიან GPS-ს.

„ჩვენ პოლიტიკური კრიზისის დროში ვცხოვრობთ. შავი ღრუბლები ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გროვდება. შემთხვევები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეუძლებლად ან უკიდურესად, ნაკლებ სავარაუდოდ ითვლებოდა, რეალობის ნაწილი ხდება: შეიარაღებული კონფლიქტები, საზღვაო ბლოკადა, სავაჭრო ომები“, – განაცხადა სიკორსკიმ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ხმაურიან დაკავებებს აანონსებს
შემდეგი სტატია“ეს არის პოლიტიკური ხრწნა!”- თაზო დათუნაშვილი