პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო თანამშრომლობის სფეროში პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, მაგრამ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„ჩვენ აშშ-ში ცვლილებებს გაგებით ვუყურებთ, მაგრამ ასევე შეშფოთებით ვაკვირდებით. აშშ სამხედრო თანამშრომლობის სფეროში პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, ჩვენ კი აშშ-ის ერთგული მოკავშირეები ვართ და ეს გაგრძელდება, მაგრამ გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით.
პოლონეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხე ერთი მიმართულებიდან – აღმოსავლეთიდან მოდის და არა დასავლეთიდან. ან ევროპა ერთად დადგება, ან უფრო დიდი ძალები გაგვანადგურებენ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
















