სიიარტო რუსულ კანონზე – არ მგონია, რომ EU-ს აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის

“ის ფაქტი, რომ საქართველოს სურს, აკონტროლოს და შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, გასაგებია. არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის,” – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტო საუბრობს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით რუსეთის პროპაგანდისტულ მედია Ria-სთან ინტერვიუში საუბრობს.

ეს არის ქვეყნის სრულიად გასაგები მცდელობა, დაარეგულიროს და შეზღუდოს უცხო გავლენა. ჩვენ მსგავსი რამი მოწმენი გავხდით უნგრეთში, ჩვენი ოპოზიცია მილიონობით დოლარით ფინანსდებოდა უცხოეთიდან, ძირითადად აშშ-დან.

იყო ძალიან უხეში ჩარევა ბოლო არჩევნებში, მას შემდეგ ოპოზიცია და მათი მედიები უცხოეთიდან ფინანსდება. მე ვთვლი, რომ ეს არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და არ საჭიროებს არავითარ განმარტებას.

ის ფაქტი, რომ საქართველოს სურს, აკონტროლოს და შეეწინააღმდეგოს უცხოურ გავლენას, გასაგებია. არ მგონია, რომ ვინმეს, განსაკუთრებით ევროკავშირს, აქვს უფლება, გააკრიტიკოს საქართველო ასეთი კანონისთვის,” – ამბობს პიტერ სიიარტო.

banner
წინა სტატიაშიკორძაია – ჩვენი ერთიანობა გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად
შემდეგი სტატიასაერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა