“ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანა კრიმინალურ რეჟიმს სიგნალს უგზავნის, რომ მას გლობალური ლეგიტიმურობა არ გააჩნია”, – ასე გამოეხმაურა ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას.
რეზა ფეჰლევმა, ასევე აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხაზს უსვამს მოცემულობას, რომ „გუშაგთა კორპუსს“ ლეგიტიმურობა არ გააჩნია.
„მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი კრიმინალურ რეჟიმს გზავნილს უგზავნის, რომ მას გლობალური ლეგიტიმურობა არ გააჩნია. ახლა ჩვენ გვჭირდება შემდგომი კონკრეტული ქმედებები ირანელი ხალხის დასაცავად და ირანის დემოკრატიისკენ მიმავალი ლეგიტიმური გარდამავალი მთავრობის მხარდასაჭერად“, – წერს ფეჰლევი.
ცნობისთვის, ევროკავშირმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. ევროკავშირის მიერ ტერორისტულ სიაში შეყვანილი ორგანიზაციები ექვემდებარებიან სანქციებს, მათ შორის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას.













