სიღნაღში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სიღნაღში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1986 წელს დაბადებულ ე.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, წნორში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით).

banner
წინა სტატიაში51-ე სკოლა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს