სიღნაღში ავტოავარიას 5 წლის გოგონა ემსხვერპლა

სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში BMW-ს მარკის ავტომანქანა 5 წლის გოგონას დაეჯახა. მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვი გზაზე გადადიოდა. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცია. ადგილობრივს ტერიტორია არ დაუტოვებია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნებიდან” თბილისის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა გიორგი მოსიძე იყოს
შემდეგი სტატიათურქეთში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა – დაღუპულია 3 ადამიანი