სიღნაღის რაიონში სანადირო თოფით 37 წლის მამაკაცი დაჭრეს

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში სანადირო თოფით 37 წლის მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილი სოფელ ბოდბისხევის მკვიდრია. ერთ-ერთი ვერსიით, მას ქვემო მაჩხაანში მცხოვრებ ახალგაზრდასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა მიზეზი უცნობია.მამაკაცი მუცლის არეშია დაჭრილი. მას უკვე ჩაუტარტდა ქირურგიული ოპერაცია წნორის კლინიკაში. ექიმის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი: ეს არის გამარჯვება ყალბ ინფორმაციაზე
შემდეგი სტატიაგორის რაიონში 50-წლამდე მამაკაცი ცემით მოკლეს