სიღნაღის პოლიციამ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

სიღნაღის პოლიციამ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის საკითხზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

როგორც ,,ქართული ოცნების“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, დედოფლისწყარო-სიღნაღის გაერთიანებულ ოლქში მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი შიოლაშვილის პლაკატების ჩამოხევას ბოლო დღეების განმავლობაში მასობრივი სახე აქვს.

შოთა ხუციშვილის თქმით, სოფელ ვაქირში თავად დაინახა, რომ პლაკატები “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა კოორდინატორებმა ჩამოხიეს.

“ამის გამო მათთან შელაპარაკებაც მომიხდა”, – აცხადებს ხუციშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი მედეა მჭედლიშვილი კი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ბრალდებ უსაფუძვლოა.

“ქართული ოცნების“ წევრებმა უკვე მიმართეს პოლიციას. საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკახეთში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რეგიონებში მეტი ჟანგბადის, მეტი სისხლის მიწოდება და ერთნაირი პირობების შექმნაა საჭირო