სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. .
ადგილობრივების განცხადებით, რამაზ ძმანაშვილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მინდორში არსებულ თხრილში ჩავარდა, ტექნიკა გადაბრუნდა და მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

















