სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში სუპერმარკეტი გაქურდეს

Crime Scene

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში სუპერმარკეტი გაქურდეს. დაუდგენელი პირები მაღაზიაში სავარაუდოდ გვიან ღამით შევიდნენ. მაღაზიის მეპატრონემ მომხდარი დილით ნახა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

რა არის წაღებული მარკეტიდან, რომელშიც საკვებ პროდუქტთან ერთად საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებიც იყიდება, ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილს სამართალდამცავები სწავლობენ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკის ინოვაციურმა პროექტმა-თი ბოტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის ეზოში გაიმართოს