სიღნაღის ისტორიული გალავნის კრემისფრად შეღებვით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეილახა-სიღნაღის ისტორიული გალავნის რეაბილიტაციას არქიტექტორი ეხმაურება

სიღნაღის ისტორიული გალავნის რეაბილიტაციას არქიტექტორი ეხმაურება. ნოდარ ბაკაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული კედელი 70-იან წლებში გაილესა და ახლახან ჩატარებულ სამუშაოებში პრობლემა მხოლოდ ფერის შეუსაბამობაა. მისივე თქმით, გალავნის თაღის ღია კრემისფრად შეღებვა ხელოსნებმა მათგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.

“კედლის ამ ფერზე შეღებვით, ბუნებრივია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეილახა. ხელოსნებმა ნადვილად არასწორად და შეუსაბამო ფერზე შეღებეს, რაც ვფიქრობ ადვილად გამოსწორებადია. ძირითადი შელესვითი სამუშაოები კი ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩატარდა, რაზეც პასუხს ჩვენ ვერ ვაგებთ. მხოლოდ თაღის ნაწილია შეღებლი და ამიტომ შესაბამის რეაგირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლებთან ერთად დროულდ მოვახდენთ”, – განაცხადა მერიის არქიტექტორმა ნოდარ ბაკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო საპატრიარქოს სინოდის წევრი – უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მაშინ გადაწყდება, როდესაც ამის დრო დადგება
შემდეგი სტატია2019 წლიდან კლინიკებისთვის პაციენტების ელექტრონული ისტორიების წარმოება სავალდებულო გახდება