სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის – ზოიძე

სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის – ასე აფასებს, უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე​ NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებს. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მთელი ძალისხმევა სწორედ ამაზე არის მიმართული, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომლებიც ისეთ შემოსავალს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი თავს არ იგრძნობენ უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაში.

“ტენდენციები საყურადღებოა, სიღარიბე და უმუშევრობა რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ეს სიახლე ნამდვილად არ არის და მთავრობის მთელი ძალისხმევა სწორედ ამაზე არის მიმართული, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებიც ისეთ შემოსავალს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისინი თავს არ იგრძნობენ უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაში. მათ შორის არის საყურადღებო პრობლემები, რომლებზეც კონკრეტული პროგრამები არის გათვალისწინებული და სამოქმედო გეგმა. რაც ეხება მაგალითად, წამლებს, იმიტომ რომ წამლები არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მოსახლეობისთვის არის პრობლემატური. საყურადღებოა ასევე, რომ დადებითი ტენდენციები ჯანდაცვის პროგრამებზე ნარჩუნდება, რომ მოსახლეობის უმეტესობა კმაყოფილია ამ პრობლემებით, მაგრამ საყურადღებოა სწორედ წამლების პრობლემა და ჩვენ ვპირდებით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ მოსახლეობის ყველაზე უფრო მოწყვლადი ნაწილისთვის. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ეს დასაწყისია, ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება საპენსიო ფონდს, რომ მოსახლეობის ნდობა, ისე როგორც ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია, მაქსიმალურად მოკლე დროში გაამყაროს,” – ამბობს ზოიძე.

banner
წინა სტატიაში“საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა და ექსპერიმენტების პოლიგონი, სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ” – მარშანია
შემდეგი სტატიაკრიტიკული შეუსაბამობების გამო, კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს