სიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა

სიგარეტი კიდევ გაძვირდა. თითქმის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე ფასმა 50 თეთრით მოიმატა. მოვაჭრეები კი კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ. მწარმოებლები კი ამბობე, რომ სიგარეტის გაძვირება 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთის რადიკალურ ზრდას უკავშირდება.

“აქციზის განაკვეთის ზრდა, რომელსაც პარლამენტმა გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა მხარი, თითოუელ კოლოფ სიგარეტს დაახლოებით 1,5 ლარით აძვირებს. შესაბამისად, ფასი გაიზარდა იანვარში, ახლა და მომავალშიც მოსალოდნელია, რომ ფასი დაახლოებით 50 თეთრით ან მეტით გაიზრდება”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში “ბრითიშ-ამერიკან ტობაკოს” კორპორაციული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია, რისი მიზანიც თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე : სოლიდარობა მამა გიორგი მამალაძეს
შემდეგი სტატიაგულწრფელად გეტყვით, რომ შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა – გედევან ფოფხაძე