რატომ გაძვირდა საქართველოში სიგარეტი?

სიგარეტის გადაგდების გამო მოქალაქე ჯარიმდება?

სიგარეტი გაძვირდასავაჭრო ჯიხურებში ფასები საშუალოდ 20-50 თეთრითაა მომატებული.სავაჭრო ჯიხურებში თუ სიგარეტი “ვინსტონი” 2.20 ლარი ღირდა, 2.40 ლარი გახდა, “მარლბორო” თუ 3.00 ლარი ღირდა, 3.20 ლარი გახდა და აშ.
2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი გაიზარდა 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტრო ფასების ზრდას აქციზის გადასახადის გაზრდით ხსნის. უწყების განცხადებით, აქციზის გაზრდა ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით მოხდა, ამასთან ის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. სახელმწიფო სტრატეგიის მიზანი კი თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირებაა.
საკანონმდებლო ცვლილებით თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 15 თეთრით, უფილტროზე კი 5 თეთრით უნდა გაზრდილიყო. 2015 წლის 1 ივლისიდან კი თამბაქოს ნაწარმის აქციზის დაბეგვრის ახალი ე წ. „შერეული სისტემა“ შემოდის, რომლის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის აქციზის სხვადასხვა ფასი იქნება.

banner
წინა სტატიაშიავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო ხდება?
შემდეგი სტატიაგუდაურში დაკარგული რუსი ტურისტი იპოვეს