სიეტლში, იმ ადგილთან სადაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობდა, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

აშშ-ის ქალაქ სიეტლში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავდნენ, უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. დაჭრილია ხუთი ადამიანი.

დაშავებულებს შორის ოთხი მამაკაცი და ერთი ქალია, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, ორი მამაკაცისა და ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სავარაუდოდ არ უკავშირდება.

სიეტლი აშშ-ის ერთ-ერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობის ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებს.

საპროტესტო გამოსვლები ასევე იმართება არიზონას, აიოვას, კოლორადოს, მასაჩუსეტსის შტატებში, დემონსტრანტები შეიკრიბნენ ვაშინგტონშიც, თეთრ სახლთან.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზები, ზოგიერთ ქალაქში სტუდენტებმა ნაგვის ურნები დაწვეს. ნიუ-იორკში მომიტინგეებმა ტრამპ-თაუერამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. შენობასთან მიყვანილია რამდენიმე სატვირთო მანქანა, რომლებიც შესასვლელს ბლოკავენ.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის მცდელობის ფაქტზე ბათუმის მერიის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიადევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დაიწყო