„სიენენი“ უნდა გაიყიდოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეარხი „მისი მშობელი კომპანიის, Warner Bros Discovery-ს გარიგების ნაწილად ან ცალკე უნდა გაიყიდოს.“
მისივე თქმით, არხს ამჟამად არაკეთილსინდისიერი ადამიანების ჯგუფი მართავს.
„ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც „სიენენს“ დიდი ხნის განმავლობაში მართავენ, სამარცხვინოები არიან. ვფიქრობ, „სიენენის“ გაყიდვა აუცილებელია, რადგან ნამდვილად არ უნდა გვინდოდეს, ამ ადამიანებს და „სიენენს“ კარგი ფული დავუტოვოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ფული დახარჯონ საწამლავის გავრცელებაში, რადგან ეს ტყუილია, ეს სირცხვილია. „სიენენი“ უნდა გაიყიდოს, ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა მას მართავენ, კორუმპირებული ან არაკომპეტენტურები არიან. ვფიქრობ, მათ „სიენენის“ მართვა აღარ უნდა ანდოთ. ამიტომ ვფიქრობ, ნებისმიერი შეთანხმება გარანტირებული უნდა იყოს. „სიენენი“ უნდა იყოს შეთანხმების ნაწილი ან ცალკე გაიყიდოს. არ მგონია, არაკეთილსინდისიერი ადამიანების ჯგუფმა, რომელიც ამჟამად კომპანიას მართავს, ამის გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეთ. ვფიქრობ, „სიენენი“ ყველაფერთან ერთად უნდა გაიყიდოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

















