“სიენენის” ჟურნალისტს, რომელმაც ტრამპი გააღიზიანა, “ხელით შეხებისათვის” აკრედიტაცია შეუჩერეს

თეთრმა სახლმა “სიენენის” მთავარ კორესპონდენტს ჯიმ აკოსტას აკრედიტაცია შეუჩერა. პრეს-კონფერენციის შემდეგ, სადაც მან ტრამპი გააღიზიანა თავისი შეკითხვებით, პრეზიდენტმა ჟურნალისტს თანამშრომლისადმი “ხელით შეხებაში” დასდო ბრალი. ტელეკომპანია “სიენენმა” განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტისადმი გამოთქმული პრეტენზია სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს, თეთრ სახლში პრეს-კონფერენციის დროს სტაჟიორმა თანამშრომელმა ჟურნალისტისთვის მიკროფონის გამორთმევა დააპირა. ჟურნალისტმა მას მიკროფონი არ მისცა და ლაპარაკი განაგრძო – წერს “ბიბისი”

დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კორესპონდენტს აკრედიტაცია შეუჩერდა და მას არ შეუძლია თეთრ სახლში მისვლა იმის გამო, რომ “ახალგაზრდა ქალს, რომელიც უბრალოდ საკუთარ საქმეს ასრულებდა, ხელით შეეხო”.
პრეს-კონფერენციის ვიდეოჩანაწერში ჩანს, აკოსტამ ხელი აუქცია ქალს, რომელიც მას ლაპარაკში ხელს უშლიდა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს “უხეში, საშინელი ადამიანი” უწოდა. გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა “სიენენს” “ხალხის მტერი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილი – „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ერთმანეთი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ
შემდეგი სტატიაკალიფორნიის ბარში სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა