11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

„სიენენის“, MS NOW-სა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღუდგათ

თეთრმა სახლმა „სიენენს“, MS NOW-სა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღუდგინა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა დაუყოვნებლივ აღედგინა „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტების საშვები კვლავ გააქტიურებული იყო.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავდა. მან გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მიერ „ყალბი ამბებისა“ და „ტყუილების“ გავრცელების ბრალდებით ახსნა.

banner
წინა სტატიაშიევროპულმა საბჭომ რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული ქსელის, Russia Today France-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ქსენია ფედოროვა დაასანქცირა
შემდეგი სტატიარას არ მიმართეს, რომ გაემართლებინათ პირველი ლედის სტვენა – ზურაბიშვილი