„სიენენი“ – უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, მილიარდიანი პაკეტი ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალებსა და ჰარპუნის სანაპირო დაცვის სისტემებს მოიცავს

უკრაინისთვის გამოყოფილი უსაფრთხოების დახმარების ახალი, მილიარდიანი პაკეტი ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალებსა და ჰარპუნის სანაპირო დაცვის სისტემებს მოიცავს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის უწყების განმარტებით, ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მა უკრაინას 5.6 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარება უზრუნველყო. უსაფრთხოების დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს დაფინანსებას „წვრთნებისა და ტექნიკური მომსახურების, მხარდაჭერის, ტრანსპორტირებისა და ადმინისტრაციულ ხარჯებისთვის“

საერთო ჯამში უკრაინა მიიღებს: 18 ერთეულ 155მმ ჰაუბიცას; 36 000 ერთეულ 155მმ-იან ჭურვს; 18 ერთეულ ტაქტიკურ მანქანას ჰაუბიცების გადასაყვანად; დამატებით ჭურვებს საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის; ოთხ ერთეულ ტაქტიკურ მანქანას აღჭურვილობის აღსადგენად; სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას; ორ ერთეულ სანაპირო დაცვის სისტემებს; ათასობით დაცულ რადიოსადგურს; ათასობით ღამის ხედვით მოწყობილობას, თერმულ სამიზნეებსა და სხვა ოპტიკურ მოწყობილობას.

თეთრი სახლმა დღეს გამოაქვეყნა ჯო ბაიდენის განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით, დამატებით ერთ მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში პარლამენტთაშორისი კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიამაკრონი: ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი