„სიენენი“ – მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა

„სიენენის“ ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანაში შესაძლოა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც ჩაერთონ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა მიაწოდა.

„არსებობდა გარკვეული იმედი, რომ რუსეთი საშუალებას მისცემდა მოქალქეებს და დაჭრილ მებრძოლებს, დატოვონ მარიუპოლი. ეს თუ მოხდება, მაშინ ამ პროცესში ჩართული იქნებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

თუმცა, მისივე თქმით, მარიუპოლიდან მოქალაქეების გაყვანა რამდენჯერმე ვერ მოხერხდა, ამიტომ ეს რუსეთზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა
შემდეგი სტატიაგენერლებმა გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი არმია მ**ნერია – სანქცირებული რუსი მილიარდელი