„სიენენი“ – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა დღეს მოხდება

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა დღეს მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, „ჰამასმა“ 14 ისრაელელი მძევალი უნდა გაათავისუფლოს, რის სანაცვლოდაც ისრაელი 42 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, რომ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების თანახმად, „ჰამასი“ ისრაელს, სამი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთ ისრაელელ მძევალს გადასცემს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში 217 მძევალია დარჩენილი.

banner
წინა სტატიაშისიიარტო – „შუა მწვანე დერეფნის“ ფარგლებში სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და რუმინეთთან
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება